Accessibility links

ევროპის კავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროპის


ევროპის კავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროპის კომისიამ, დღეს 10 ახალ ქვეყანას გაუწია რეკომენდაცია 2004 წელს კავშირში მისაღებად.

ევროპის კავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროპის კომისიამ, დღეს 10 ახალ ქვეყანას გაუწია რეკომენდაცია 2004 წელს კავშირში მისაღებად.
მათ შორის არიან ესტონეთი, კიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. ევროპის კავშირში ამ ქვეყნების მიღების თაობაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს ევროპის კავშირის დეკემბრის სამიტზე, რომელიც კოპენჰაგენში გაიმართება. ევროპის კომისია მიიჩნევს, რომ ბულგარეთი და რუმინეთი 2007 წლისთვის იქნებიან მზად კავშირში შესასვლელად. კომისიას არ განუსაზღვრავს კავშირში თურქეთის მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყების თარიღი, ვინაიდან ეს ქვეყანა ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს რიგ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომელთაც უყენებს ევროკავშირი წევრობის კანდიდატებს.
XS
SM
MD
LG