Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობის ცნობით


შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობის ცნობით, მისმა სამხედრო ავიაციამ დღეს ჩრდილოეთ ერაყში იერიში მიიტანა საზენიტო სარაკეტო დანადგარებზე

შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობის ცნობით, მისმა სამხედრო ავიაციამ დღეს ჩრდილოეთ ერაყში იერიში მიიტანა საზენიტო სარაკეტო დანადგარებზე
პასუხად თვითმრინავების მიმართ მუქარაზე. მიმდინარე წელს ეს ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ავიაციის 47-ე იერიში იყო ერაყის საჰაერო თავდაცვის ობიექტების წინააღმდეგ. ამერიკისა და ბრიტანეთის ავიაცია აკონტროლებენ ქვეყნის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებში ე.წ. ”ფრენისთვის აკრძალულ ზონებს”, რომლებიც 1991 წლის ომის შემდეგ შეიქმნა. ასეთი იერიშები გახშირდა უკანაკნელ თვეებში, მას მერე, რაც სადამ ჰუსეინის ჩამოგდების მიზნით სავარაუდო გახდა ერაყის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის დაწყება.
XS
SM
MD
LG