Accessibility links

logo-print

საქართველოს ეწვია რუსეთის სასაზღვრო უწყების


საქართველოს ეწვია რუსეთის სასაზღვრო უწყების დელეგაცია გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე მანილოვის მეთაურობით.

საქართველოს ეწვია რუსეთის სასაზღვრო უწყების დელეგაცია გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე მანილოვის მეთაურობით.
მანილოვმა, რომელიც ფედერალური სასაზღვრო სამსახურის საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსია, განაცხადა, რომ საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით რუსი მესაზღვრეები ქართველ კოლეგებთან ღონისძიებების ფართო კომპლექსზე შეთანხმებას აპირებენ. მისი სიტყვებით, ლაპარაკია ”საჯარისო, ოპერატიულ, რეჟიმულ და სხვა ღონისძიებებზე”. ხოლო როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვალერი ჩხეიძემ უთხრა, ერთობლივი მუშა ჯგუფი პარასკევს დაასრულებს საქართველო-რუსეთის მესაზღვრეთა მოქმედების გეგმის შემუშავებას. საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკავშირებულ საკითხებს ეხება განცხადებაც, რომელიც დღეს მოსკოვში გააკეთა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა კონსტანტინ ტოცკიმ: ”ვითარება საზღვარზე კვლავაც უკიდურესად რთულია. საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან შეიარაღებულ პირთა ჯგუფები და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი რუსეთში შეჭრას აპირებენ”.
XS
SM
MD
LG