Accessibility links

logo-print

სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა და ათობით კაცი დაიჭრა პაკისტანში, სადაც ხუთშაბათს საყოველთაო არჩევნები გაიმართა

სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა და ათობით კაცი დაიჭრა პაკისტანში, სადაც ხუთშაბათს საყოველთაო არჩევნები გაიმართა
- პირველი ასეთი კენჭისყრა მას შემდეგ, რაც თითქმის სამი წლის წინ ხელისუფლების სათავეში სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩადგა ფერვეზ მუშარაფი. შეტაკებების უმეტესობა სინდისა და პენჯაბის პროვინციების საარჩევნო უბნებთან აღირიცხა. სინდიდან მოსული ინფორმაციით, მთავრობის მომხრე ეროვნული სახალხო პარტიისა და ოპოზიციური პაკისტანის სახალხო პარტიის წევრები ერთმანეთს ცულებით, ჯოხებითა და თოფებით შეიარაღებული დაერიენ. ხოლო კარაჩიში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა სროლა აუტეხა ისლამური ფუნდამენტალისტური პარტიის ”სუნი ტეჰრიკის” ოფისში შეკრებილებს. დაიჭრა 4 ადამიანი. პრეზიდენტ მუშარაფის განცხადებით, ის მომავალი თვის დასაწყისში დანიშნავს ახალ პრემიერ-მინისტრს. კენჭისყრის წინასწარი შედეგები ხვალისთვის არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG