Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსაგან


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსაგან წერილობით მოითხოვა აგვისტოში საზღვარზე შეპყრობილი 8 ჩეჩენის გაცემა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსაგან წერილობით მოითხოვა აგვისტოში საზღვარზე შეპყრობილი 8 ჩეჩენის გაცემა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვაშია აღნიშნული, 8 ჩეჩენი ეჭვმიტანილია ტერორიზმსა და დანაშაულებრივ საქმიანობაში. მაგრამ საქართველოს მთავრობა აყოვნებს მათ ექსტრადიციას, რაც მიზანშეწონილად არის მიჩნეული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეკომენდაციებში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი ”დაჟინებით” მოითხოვს ჩეჩნების გაცემას, რასაც ითვალისწინებს ტერორისტების ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა კვირას კიშინიოვში გამართულ შეხვედრაზე. ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად რუსეთისათვის გადაცემული 5 ჩეჩენი ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთი ცოცხალი აღარ არის. ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა ბექა ხანგოშვილმა და პატიმართა უფლებების დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტმა გიორგი ლაღიძემ. ეს ცნობა სხვა წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG