Accessibility links

logo-print

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტს ერაყზე სამხედრო იერიშის უფლებას ანიჭებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტს ერაყზე სამხედრო იერიშის უფლებას ანიჭებს.
კენჭისყრის დროს 296-მა კონგრესმენმა მოიწონა თეთრი სახლის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია. წინააღმდეგი იყო 133 დეპუტატი. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, მას მხარდაჭერა სჭირდება დაპირისპირებაში ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინთან, რომელსაც, როგორც თეთრი სახლი აცხადებს, ხელთა აქვს მასობრივი განადგურების იარაღი. მანამდე აშშ-მა უარყო ერაყის წინადადება, ამერიკელი ექსპერტების მიერ ამ ქვეყანაში სამხედრო ობიექტების შემოწმების შესახებ. თეთრი სახლის განცხადებით, სამხედრო ინსპექციის ჩატარება გაეროს საქმეა და ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი გაეროს ყველა რეზოლუციას უნდა დაემორჩილოს. ეს გამოხმაურება მოჰყვა შეიარაღების პროგრამების ერაყელი მინისტრის მიერ ერაყში ამერიკელი ექსპერტების მიწვევას და მისსავე განცხადებას, რომ ერაყს არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი და არც აპირებს მის შექმნას.
XS
SM
MD
LG