Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის უმაღლესი რანგის მრჩევლის


რუსეთის პრეზიდენტის უმაღლესი რანგის მრჩევლის, სერგეი იასტრჟემბსკის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობას ჯერ არ უნახავს სამხილები,

რუსეთის პრეზიდენტის უმაღლესი რანგის მრჩევლის, სერგეი იასტრჟემბსკის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობას ჯერ არ უნახავს სამხილები,
რომლებიც დაამტკიცებდა, რომ ერაყი საფრთხეს უქმნის მსოფლიო უშიშროებას. გარდა ამისა, იასტრჟემბსკიმ არადამაჯერებელი უწოდა ბრიტანეთის მიერ ამასწინათ გამოქვეყნებულ დოსიეს სადამ ჰუსეინის ხელთ არსებული იარაღის შესახებ. რუსი პოლიტიკოსის ამ, გაზეთ ”თაიმსის” დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული კომენტარის ფონია მოსკოვში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის ორდღიანი ვიზიტი, რომლის დროსაც ერაყის საკითხს განიხილავენ. ბლერი დღეს ჩავიდა რუსეთში და მოსკოვიდან 125 კილომეტრში მდებარე ზავიდოვოს რეზიდენციაში შეხვდება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. როგორც ბლერმა მოსკოვში გამგზავრებამდე თქვა, ის შეეხება ერაყში რუსეთის ლეგიტიმურ ეკონომიკურ ინტერესებს. ბოლო დროს მოსკოვმა ცოტაოდენ შეარბილა თავისი უარყოფითი პოზიცია ერაყში სამხედრო ობიექტების შემოწმების შესახებ გაეროს ახალ რეზოლუციასთან დაკავშირებით. მაგრამ ის კვლავინდებურად ეწინააღმდეგება სამხედრო აქციას, რომელსაც მხარს უჭერენ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი.
XS
SM
MD
LG