Accessibility links

logo-print

ევროკომისიამ უკუაგდო მისი მისამართით ვაშინგტონის


ევროკომისიამ უკუაგდო მისი მისამართით ვაშინგტონის კრიტიკა თურქეთთან დაკავშირებით.

ევროკომისიამ უკუაგდო მისი მისამართით ვაშინგტონის კრიტიკა თურქეთთან დაკავშირებით.
ლაპარაკია ევროკომისიის უარზე ევროკავშირში თურქეთის ამ ეტაპზე გაწევრიანების საკითხში. ევროკომისიის პრეს-მდივან ჯონათან ფოლის თქმით, შეერთებული შტატები არ არის ევროკავშირის წევრი და ამდენად, არ ასრულებს რაიმე როლს კავშირის გაფართოებაზე გადაწყვეტილების მიღებაში. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, რიჩარდ ბაუჩერმა გუშინ განაცხადა, რომ ვაშინგტონი დიდი ხანია მიიჩნევს თურქეთს ევროპის შემადგენელ ნაწილად და იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მალე დანიშნავს თურქეთთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების თარიღს.
XS
SM
MD
LG