Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება კონსტიტუციაში


საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება კონსტიტუციაში ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის” ჩანაწერის გაკეთების შესახებ.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება კონსტიტუციაში ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის” ჩანაწერის გაკეთების შესახებ.
დადგენილებას, რომლის შესახებ პარლამენტის ხუთშაბათის სხდომაზე ხანგრძლივი დებატები გაიმართა, 167ი დეპუტატ მიემხრო. როგორც სხდომაზე ითქვა, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ არ გაგრძელდება მოლაპარაკება სოხუმის მთავრობასთან აფხაზეთის სტატუსის შესახებ. დადგენილების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ფრაქცია ”აღორძინების” წევრებმა, რადგან, მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არ იძლევა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის გარანტიას. პარლამენტმა 1995 წელს საქართველოს კონსტიტუციის მიღებისას, ღიად დატოვა აჭარისა და აფხაზეთის სტატუსი, ვიდრე არ მოხდებოდა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენა. გასულ წელს, აჭარის ხელისუფლების მოთხოვნით პარლამენტმა კონსტიტუციაში გააკეთა ჩანაწერი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის” თაობაზე.
XS
SM
MD
LG