Accessibility links

logo-print

გროზნოში პოლიციის შენობაში მომხდარი აფეთქების


გროზნოში პოლიციის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა.

გროზნოში პოლიციის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა 12 დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული და ნანგრევებში კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფება. აფეთქების შედეგად ოთხსართულიანი შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. დაიწყო აფეთქების მიზეზების გამოძიება. იუწყებიან აგრეთვე, რომ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით (მან თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა), გუშინდლიდან მოყოლებული მეამბოხეები 16-ჯერ დაესხნენ თავს რუსეთის ჯარების პოზიციებს. ეს ცნობა დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG