Accessibility links

დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური


დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
სხვა საკითხებთან ერთად, იგი შეეხო საქართველოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტების თემას. შევარდნაძის თქმით, საქართველოს ამოცანაა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან – რუსეთთან და აშშ-თან. პრეზიდენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ორი სტრატეგიული პარტნიორიდან საქართველომ ერთ-ერთი უნდა აირჩიოს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატოს პრაღის სამიტის შემდეგ, რომელიც ნოემბერში გაიმართება, საქართველომ, შესაძლოა, ოფიციალურად გამოხატოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი.
ქართულ დიპლომატიას არ ჰქონია უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე საკუთარი ქვეყნის დაცულობისა და უშიშროების უზრუნველყოფა – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, “საქართველოს ზეამოცანაა მდგრადი უშიშროების საიმედო სისტემაში ჩაბმა”, რომელიც ყველაზე ქმედითად უზრუნველყოფს პატარა სახელმწიფოების სტაბილურ განვითარებას მათი სუვერენიტეტის ხელყოფის გარეშე.
XS
SM
MD
LG