Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ პრეზიდენტ


აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს უფლებამოსილება მიანიჭა, საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოიყენოს ერაყის წინააღმდეგ.

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს უფლებამოსილება მიანიჭა, საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოიყენოს ერაყის წინააღმდეგ.
დღეს დილით შესაბამისი რეზოლუცია ხმების უმრავლესობით მიიღო აშშ-ის სენატმა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია გუშინ მოიწონა. კონგრესი უფლებას აძლევს ბუშს, ძალის გამოყენებით დაიცვას აშშ-ის სახელმწიფო ინტერესები, რომლებსაც საფრთხეს უქმნის სადამ ჰუსეინის რეჟიმის ხელთ არსებული მასობრივი განადგურების იარაღი. გაუკეთა რა კომენტარი ამერიკელი კანონმდებლების გადაწყვეტილებას, ერაყის ვიცე-პრემიერმა ტარიკ აზიზმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის აშშ-ის შესაძლო იერიშის მოსაგერიებლად.
XS
SM
MD
LG