Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს განზრახული


რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს განზრახული აქვს, დასავლელ პარტნიორებთან მომავალშიც განაგრძოს ინტენსიური მოლაპარაკება ერაყის პრობლემის გარშემო.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს განზრახული აქვს, დასავლელ პარტნიორებთან მომავალშიც განაგრძოს ინტენსიური მოლაპარაკება ერაყის პრობლემის გარშემო.
ამის შესახებ პუტინმა ზავიდოვოში, თავის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს შეხვდა. პუტინის თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ მომავალში გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ერაყის საკითხში ახალი რეზოლუციის მიღებაზე შეთანხმდებიან, მაგრამ დღეს იგი ვერ ხედავს ამ რეზოლუციის მიღების საჭიროებას. რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ არ არსებობს სარწმუნო საბუთი იმისა, რომ ბაღდადი მართლაც ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს. [ვლადიმირ პუტინის ხმა] შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოსგან დაჟინებით მოითხოვენ ისეთი რეზოლუციის მიღებას, რომელიც ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას დაუშვებს იმ შემთხვევაში, თუ ბაღდადმა უარი განაცხადა, განიარაღების ექსპერტები მათთვის საინტერესო ყველა ობიექტზე შეუშვას.
XS
SM
MD
LG