Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა არჩევნების


პაკისტანის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა არჩევნების შედეგები ფედერალური პარლამენტის მანდატთა ორი მესამედისთვის.

პაკისტანის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა არჩევნების შედეგები ფედერალური პარლამენტის მანდატთა ორი მესამედისთვის.
კომისიის მონაცემების თანახმად, პაკისტანის პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფის მხარდამჭერმა პარტიამ გაუსწრო ისლამური პარტიების ალიანსს; თუმცა ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კომისიას კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. არჩევნების მსვლელობას თვალყურს ადევნებდა ევროპის კავშირის, ბრიტანეთის თანამეგობრობის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის 300-მდე წარმომადგენელი. წინასწარ ანგარიშში ბრიტანეთის თანამეგობრობის მეთვალყურეებმა ეჭვი გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ ყველა კანდიდატი თანაბარი უფლებებით სარგებლობდა. პაკისტანის ყოფილმა პრეზიდენტმა ბენაზირ ბჰუტომ ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდება გამოთქვა.
XS
SM
MD
LG