Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა “ახალმა მემარჯვენეებმა”


ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა “ახალმა მემარჯვენეებმა”, “მოძრაობამ დემოკრატიული რეფორმებისთვის”, “დემოკრატებმა”, “ტრადიციონალისტმა” და “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატმა” უარი განაცხადეს,

ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა “ახალმა მემარჯვენეებმა”, “მოძრაობამ დემოკრატიული რეფორმებისთვის”, “დემოკრატებმა”, “ტრადიციონალისტმა” და “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატმა” უარი განაცხადეს,
მონაწილეობა მიეღოთ დებატებში პრეზიდენტ შევარდნაძის ყოველწლიური ანგარიშის გარშემო და დემარშის ფორმით, სხდომა დატოვეს. პოლიტიკური გაერთიანება “ერთობის” ლიდერმა, პარლამენტარმა ჯუმბერ პატიაშვილმა შევარდნაძე საჯარო დებატებში გამოიწვია. პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დაწყებული დებატებისას პატიაშვილმა განაცხადა, რომ მას პირადად სურს იცოდეს, რა პრეტენზიები აქვს პრეზიდენტს, რომელმაც მას მოღალატე უწოდა იმის გამო, რომ შევარდნაძეს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა. პატიაშვილის თქმით, ედუარდ შევარდნაძეს არ შესწევს უნარი, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს; არადა ქვეყნის უმთავრესი პრობლემები სწორედ რუსეთთან მდგომარეობის დაძაბვით არის გამოწვეული.
XS
SM
MD
LG