Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის მთავრობამ საგანგებო თათბირი მოიწვია


ფინეთის მთავრობამ საგანგებო თათბირი მოიწვია სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა მონაწილეობით.

ფინეთის მთავრობამ საგანგებო თათბირი მოიწვია სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა მონაწილეობით.

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, ხელისუფლებას ეჭვი ეპარება იმაში, რომ აფეთქება – სხვა ქვეყნის ტერორისტული ორგანიზაციის მოწყობილია. ვარაუდობენ, რომ ეს ტერორისტული აქტი - ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა, ანდა ორგანიზებულმა დამნაშავე დაჯგუფებამ მოაწყო. აფეთქება, პარასკევს ღამით – სავაჭრო კომპლექსის მეორე სართულზე მოხდა. პავილიონის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. სულ ცოტა, 7 ადამიანია დაღუპული, 60-ზე მეტი – დაიჭრა; ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა – კრიტიკულია.
XS
SM
MD
LG