Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამის შესახებ პარასკევს ღამით განაცხადა


ამის შესახებ პარასკევს ღამით განაცხადა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამის შესახებ პარასკევს ღამით განაცხადა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მოელიან, რომ სხდომაზე, გაეროში აკრედიტებული მრავალი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი გამოვა სიტყვით. ისინი, თავიანთი მთავრობების პოზიციას გააცნობენ უშიშროების საბჭოს, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის წინადადებასთან დაკავშირებით, რომ უშიშროების საბჭომ მიიღოს ახალი, უფრო მკაცრი რეზოლუცია, რომელიც ძალის გამოყენებას დაუშვებს ერაყის წინააღმდეგ, თუ ეს უკანასკნელი – განიარაღებაზე იტყვის უარს. პარასკევს, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს საფრანგეთის წინადადებას, რომელიც ორი რეზოლუციის მიღებას ითვალისწინებს. ჯერ, საბჭომ განიარაღების ექსპერტები უნდა გააგზავნოს ერაყში. თუ ერაყის ხელისუფლება უარს იტყვის მათთან თანამშრომლობაზე, მაშინ უშიშროების საბჭო მიიღებს მეორე დოკუმენტს, რომლითაც ბაღდადის წინააღმდეგ უკვე ძალის გამოყენება იქნება ნებადართული.
XS
SM
MD
LG