Accessibility links

ღაზის სექტორში დღეს პალესტინელი იქნა


ღაზის სექტორში დღეს პალესტინელი იქნა მოკლული. პალესტინური წყაროების ცნობით,

ღაზის სექტორში დღეს პალესტინელი იქნა მოკლული. პალესტინური წყაროების ცნობით,
იგი ისრაელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოკლეს ქალაქ ხან იუნისის მახლობლად. ისრაელის ჯარს არ გაუკეთებია კომენტარი მომხდართან დაკავშირებით. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ნაბლუსის შემოგარენში, ჰებრონის მახლობლად, ისრაელმა სამხედროებმა წუხელ ექსტრემისტული დაჯგუფების ”ჰამასის” 3 აქტივისტი დააპატიმრეს. ამასობაში, თელ-ავივში დააკავეს პალესტინელი ტერორისტი, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა აემოქმედებინა შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად მდებარე ხალხმრავალ კაფეში.
XS
SM
MD
LG