Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მეთვალყურეები, რომლებიც პაკისტანში ჩავიდნენ


ევროკავშირის მეთვალყურეები, რომლებიც პაკისტანში ჩავიდნენ ათი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასასწრებად,

ევროკავშირის მეთვალყურეები, რომლებიც პაკისტანში ჩავიდნენ ათი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასასწრებად,
აცხადებენ, რომ ხელისუფალთა ჩარევის გამო ამ არჩევნებზე დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია კრიტიკას გამოთქვამს პაკისტანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართით, რომელმაც ვერ აღკვეთა საარჩევნო პროცედურაში ხელისუფალთა ჩარევა. წინასწარი მონაცემებით, პაკისტანის პრეზიდენტის, ფერვეზ მუშარაფის მომხრეებს პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია ეყოლებათ. მეორე ადგილზეა – სახალხო პარტია, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო მეთაურობს. თავად ბჰუტოს, ხელისუფლებამ არ მისცა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პაკისტანში დაბრუნების უფლება. მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ასევე 6 ისლამისტური პარტიის კოალიციამ, რომელიც მუშარაფს დაუპირისპირდა იმის გამო, რომ მეზობელ ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში პაკისტანის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს მიემხრო.
XS
SM
MD
LG