Accessibility links

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განაცხადა,

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განაცხადა,
რომ ეგვიპტე, იორდანია, ირანი და ქუვეიტი დასაბუთებულად მიიჩნევენ სამხედრო აქციას ერაყის წინააღმდეგ, თუ ეს აქცია საერთაშორისო სამართლის საფუძველზე განხორციელდება და ამოიწურება ერაყის განიარაღების ყველა სხვა შესაძლებლობა. სტრომ ლონდონში განაცხადა ეს, ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა. ჯეკ სტრომ აღნიშნა ამასთანავე, რომ ერაყელი დიქტატორი სადამ ჰუსეინი მხოლო შიშსა და ზიზღს იწვევს ეგვიპტის, იორდანიის, ირანისა და ქუვეიტის ლიდერებში.
XS
SM
MD
LG