Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადმა შესთავაზა გაეროს განიარაღების კომისიას


ბაღდადმა შესთავაზა გაეროს განიარაღების კომისიას 19 ოქტომბერს განაახლოს ერაყში სამხედრო ობიექტების შემოწმება.

ბაღდადმა შესთავაზა გაეროს განიარაღების კომისიას 19 ოქტომბერს განაახლოს ერაყში სამხედრო ობიექტების შემოწმება.
ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც დღეს გაუგზავნა ერაყის პრეზიდენტის მრჩეველმა ამირ ალ-საადიმ ხსენებული კომისიის ხელმძღვანელს ჰანს ბლიქსსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ”მაგატეს” დირექტორს მოჰამად ალ-ბარადეის. წერილობით მიმართვაში ბაღდადი მოქმედების სრულ თავისუფლებას აღუთქვამს გაეროს განიარაღების კომისიას. ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა თაჰა იასინ რამადანიმ გერმანიის ჟურნალ ”შპიგელისათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაღდადი მზადაა პრეზიდენტის რვა სასახლეში შეუშვას გაეროს ექსპერტები.
XS
SM
MD
LG