Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი თურქეთში


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ხვალ ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ორდღიანი სამიტი გაიხსნება.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ხვალ ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ორდღიანი სამიტი გაიხსნება.
ფორუმზე განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი მთავარია ავღანეთისთვის დახმარების გაწევის თემა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სინა გურელმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, სასწრაფო დახმარება აღმოუჩინონ ქაბულს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ავღანეთის უშიშროება და ქვეყანამ ეკონომიკურადაც შეძლოს ფეხზე წამოდგომა. ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 1985 წელს შეიქმნა. მისი წევრები არიან ავღანეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, თურქმენეთი, ირანი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
XS
SM
MD
LG