Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუშინ, თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე, ევროპის


გუშინ, თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე, ევროპის 2004 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტზე უშიშროების სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გუშინ, თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე, ევროპის 2004 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტზე უშიშროების სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს უშიშროების მინისტრის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამინისტროს თანამშრომლები არ გამორიცხავენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და ამიტომ მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ ფაქტზე, საბოტაჟის მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ. ნაცვლიშვილის თქმით, შექმნილია საგანგებო კომისია, რომლის წევრები – სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები და კომპეტენტური სპეციალისტები – ყველა საკითხს შეისწავლიან და სათანადო დასკვნებს წარმოადგენენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფეხბურთელთა მატჩი პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა, როცა ანგარიში იყო 0:0. ეს შეხვედრა თავიდან უნდა გაიმართოს, თუმცა მისი ჩატარების თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
XS
SM
MD
LG