Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ


საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელიც ეჭვმიტანილია 1995 წელს სახელმწიფოს მეთაურზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებაში, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელიც ეჭვმიტანილია 1995 წელს სახელმწიფოს მეთაურზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებაში, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტოს განუცხადა ძებნილის მამამ, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერმა პანტელეიმონ გიორგაძემ. მისი ვარაუდით, 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, დანიშნულ ვადაზე ადრე შედგეს. როგორც პანტელეიმონ გიორგაძე ფიქრობს, ამის მიზეზად ხალხისა და ოპოზიციურ პოლიტიკურ მოძრაობათა უკმაყოფილების ზრდა შეიძლება იქცეს. სხვა შესაძლო კანდიდატთა შორის, რომლებიც კომუნისტთა სიმპათიებს იმსახურებენ, პანტელეიმონ გიორგაძე ასახელებს პარლამენტარ ჯუმბერ პატიაშვილს, რომელმაც ორჯერ – 1995 და 2000 წლებში – წარუმატებლად მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG