Accessibility links

საკურორტო კუნძულ ბალიზე გუშინ საღამოს


საკურორტო კუნძულ ბალიზე გუშინ საღამოს განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 187-ს მიღაწია.

საკურორტო კუნძულ ბალიზე გუშინ საღამოს განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 187-ს მიღაწია.
300-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია, ბევრი მათგანი – მძიმედ. დაზარალებულთა უმრავლესობას ავსტრალიელი ტურისტები შეადგენენ. ინდონეზიის პრეზიდენტმა მეგავატი სუკარნოპუტრიმ მკაცრად დაგმო ტერაქტი და თქვა, რომ ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობს მის ორგანიზატორთა დასაპატიმრებლად. ბალის პოლიციის უფროსმა ბუდი სეტიავანმა განაცხადა, რომ გადადგება, თუ ტერორისტები ერთი თვის მანძილზე ვერ დააკავეს. აფეთქებას “ტერორიზმის საზარელი გამოვლინება” უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელმაც მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, გააერთიანონ ძალისხმევა ამ “გლობალური საფრთხის” წინააღმდეგ ბრძოლაში. დაღუპულთა შორის, ავსტრალიელთა გარდა, არიან საფრანგეთის, გერმანიის, შვეციისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. პოლიციის მონაცემებით, კურორტ კუტას ერთ-ერთ ღამის კლუბთან ტერორისტებმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს.
XS
SM
MD
LG