Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიის სარდლობა აპირებს, გააძლიეროს


ისრაელის არმიის სარდლობა აპირებს, გააძლიეროს ეგვიპტესთან თავისი საზღვრის დაცვა

ისრაელის არმიის სარდლობა აპირებს, გააძლიეროს ეგვიპტესთან თავისი საზღვრის დაცვა
მას შემდეგ, რაც გუშინ ისრაელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოკლეს ორი შეიარაღებული პალესტინელი, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოკლულები პალესტინელთა ერთ-ერთი ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჯენინში ისრაელის არმიის ტანკმა ცეცხლი გაუხსნა მსუბუქ ავტომანქანას. დაიღუპა პალესტინელი ქალი, დაიჭრა ორი გოგონა. უფრო ადრე, ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში – ისრაელი ჯარისკაცების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად – დაიღუპა კიდევ ორი პალესტინელი: 4 წლის ბავშვი და 26 წლის მამაკაცი. ისრაელის არმიის წარმომადგენლის თქმით, ჯარისკაცები იძულებული შეიქნენ, ცეცხლი გაეხსნათ, რადგან პალესტინელებმა მათზე იერიში მიიტანეს.
XS
SM
MD
LG