Accessibility links

logo-print

სერბიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე


სერბიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

სერბიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
ქვეყნის მეთაურის პოსტს ერთმანეთს ეცილებიან იუგოსლავიის პრეზიდენტი ვოისლავ კოშტუნიცა, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩეველთა 31 პროცენტზე ოდნავ მეტი მიემხრო, და იუგოსლავიის მთავრობის ვიცე-პრემიერი მიროლიუბ ლაბუსი (მან ხმების 28 პროცენტზე ოდნავ ნაკლები მოაგროვა). საარჩევნო უბნები დაახლოებით ერთი საათის წინათ დაიხურა. კენჭისყრა ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობით აღინიშნა და ჯერჯერობით გაურკვეველია, ჩატარებულად ჩაითვლება თუ არა არჩევნები. საამისოდ მასში მონაწილეთა რიცხვმა ელექტორატის ნახევარს მაინც უნდა გადააჭარბოს.
XS
SM
MD
LG