Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში დაიწყო ცენტრალური აზიის რეგიონის


სტამბოლში დაიწყო ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ორდღიანი სამიტი,

სტამბოლში დაიწყო ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ორდღიანი სამიტი,
რომლის მონაწილეები, სხვა პრობლემებთან ერთად, ავღანეთისთვის დახმარების გაწევის საკითხს განიხილავენ. ფორუმზე, კერძოდ, მსჯელობენ ავღანეთის ტერიტორიის გავლით, თურქმენეთიდან პაკისტანისკენ მიმავალი გაზსადენის მშენებლობის პერსპექტივებზე; აგრეთვე, ავღანეთის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების შესაძლებლობაზე. სამიტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, შეიქმნას საგანგებო ფონდი, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანდა ავღანეთის აღდგენის საქმეში. ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 1985 წელს შეიქმნა. მისი წევრები არიან ავღანეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, თურქმენეთი, ირანი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
XS
SM
MD
LG