Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, პრეზიდენტმა


დღეს მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხელი მოაწერეს კონსტიტუციურ შეთანხმებას

დღეს მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხელი მოაწერეს კონსტიტუციურ შეთანხმებას
საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ეკლესიას შორის. კონსტიტუციურ შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას, ილია მეორემ თქვა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა თანამედროვე ეტაპზე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, რაც განპირობებულია როგორც ქვეყნის შიდაპოლიტიკური მოწყობით, ისე საერთაშორისო სიტუაციით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ყველაზე მისაღებ ფორმად შერჩეულ იქნა კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის შემდეგ უმაღლესი რანგის დოკუმენტი იქნება.
XS
SM
MD
LG