Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, აგვისტოში დაკავებული

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, აგვისტოში დაკავებული ჩეჩნების ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას საქართველო საერთაშორისო ნორმებითა და დამნაშავეთა გადაცემის შესახებ რუსეთ-საქართველოს ორმხრივი შეთანხმებებით იხელმძღვანელებს.

დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იარაღით შევიდნენ, აუცილებლად უნდა გადაეცნენ რუსეთის მხარეს, თუ, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, დადასტურდა, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე უფრო მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.
შევარდნაძემ დასძინა, რომ ამავე დროს აუცილებელია ჩეჩენთა ექსტრადიციის პროცესის შეჩერების თაობაზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეკომენდაციების გათვალისწინება. 13 შეიარაღებული ჩეჩენი ქართველმა მესაზღვრეებმა 3-4 აგვისტოს დააკავეს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე. მათგან ხუთის ექსტრადიცია ამ ათიოდე დღის წინათ განხორციელდა.
XS
SM
MD
LG