Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვალერი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვალერი არშბას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ კვირის განმავლობაში უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვალერი არშბას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ კვირის განმავლობაში უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია
კოდორის ხეობაში დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების სტაციონარული საგუშაგოს გახსნის მიმართ. ამის შესახებ პრაიმ-ნიუსი იუწყება. როგორც არშბამ ამ სააგენტოს განუცხადა, შესაბამისი ოფიციალური შეტყობინება სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა ანრი ჯერგენიამ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს გადასცა. არშბას აზრით, გაეროს მეთვალყურეებისა და რუსი მშვიდობისდამცველების მიერ კოდორის ხეობის პატრულირების ამჟამინდელი ფორმატი ფიქციაა, რადგან საქართველოს მხარეს პატრულირების დაწყების შესახებ წინასწარ ატყობინებენ. ვალერი არშბა იმედს გამოთქვამს, რომ თბილისი გადასინჯავს თავის პოზიციას და დათანხმდება კოდორში სტაციონარული საგუშაგოს გახსნას, რაც ხელს შეუწყობდა მხარეებს შორის ნდობის აღდგენას.
XS
SM
MD
LG