Accessibility links

logo-print

უეფა ერთ კვირაში განსაზღვრავს საქართველოსა


უეფა ერთ კვირაში განსაზღვრავს საქართველოსა და რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებების განმეორებითი შეხვედრის თარიღს.

უეფა ერთ კვირაში განსაზღვრავს საქართველოსა და რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებების განმეორებითი შეხვედრის თარიღს.
ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი, რომელიც 12 ოქტომბერს თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე გაიმართა, ელექტროენერგიის გამორთვის გამო ჩაიშალა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ განმეორებითი შეხვედრაც თბილისში მოეწყობა. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, “ლოკომოტივის” სტადიონზე ელექტროენერგიის გათიშვა ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით მოხდა.
XS
SM
MD
LG