Accessibility links

logo-print

ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა აბდულ ჯალილიმ


ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა აბდულ ჯალილიმ “ალ ყაიდასა” და მის მომხრეებს დააკისრა პასუხისმგებლობა საკურორტო კუნძულ ბალიზე შაბათს საღამოს განხორციელებული ტერაქტისთვის,

ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა აბდულ ჯალილიმ “ალ ყაიდასა” და მის მომხრეებს დააკისრა პასუხისმგებლობა საკურორტო კუნძულ ბალიზე შაბათს საღამოს განხორციელებული ტერაქტისთვის,
რომლის შედეგად 190-მდე ადამიანი დაიღუპა. 300-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია, ბევრი მათგანი – მძიმედ. დაზარალებულთა უმრავლესობას ავსტრალიელი ტურისტები შეადგენენ. სულ დაშავებულთა და დაღუპულთა შორის 20-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები არიან. თავდაცვის მინისტრის თქმით, აფეთქება პროფესიონალების მოწყობილია და არსებობს სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ “ალ ყაიდის” ტერორისტები ინდონეზიაშიც მოქმედებენ. პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სპეცსამსახურებმა იციან ამ ტერაქტთან დაკავშირებულ ადამიანთა გვარები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაიზიარა ვარაუდი, რომ ბალიში მომხდარი აფეთქება “ალ ყაიდის” ტერორისტული ქსელის წევრთა ნახელავია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის თქმით, მსოფლიო თანამეგობრობამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დედამიწაზე ტერორიზმის ამოსაძირკვად. კუნძულზე მუშაობენ ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის პოლიციის თანამშრომლები, აგრეთვე, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები.
XS
SM
MD
LG