Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის საპრეზიდენტო არჩევნების გუშინდელი წარუმატებელი


სერბიის საპრეზიდენტო არჩევნების გუშინდელი წარუმატებელი მეორე ტურის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა.

სერბიის საპრეზიდენტო არჩევნების გუშინდელი წარუმატებელი მეორე ტურის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა.
გამარჯვების ძირითადმა პრეტენდენტმა, იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ, არჩევნების ჩაშლისთვის პასუხისმგებლობა დააკისრა თავის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, სერბიის პრემიერ-მინისტრს ზორან ჯინჯიჩს. კოშტუნიცას თქმით, ჯინჯიჩი ამომრჩევლებს მოუწოდებდა, კენჭისყრისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. როგორც ჯინჯიჩმა რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტს განუცხადა, ამ კენჭისყრაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება-არგამოცხადების საკითხი უფრო წყდებოდა, ვიდრე პრეზიდენტის არჩევისა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამომრჩეველთა დაბალმა აქტიურობამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მოსახლეობა კმაყოფილია ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკისა. გუშინდელი კენჭისყრა სწორედ დაბალი აქტიურობის გამო ჩაითვალა ბათილად. არადა, ვოისლავ კოშტუნიცას გამარჯვების საუკეთესო შანსი ჰქონდა. მას ამომრჩეველთა 66 პროცენტი მიემხრო. მისმა მეტოქემ, იუგოსლავიის მთავრობის ვიცე-პრემიერმა მიროლიუბ ლაბუსმა ხმების ორჯერ ნაკლები რაოდენობა მოაგროვა. ხელახალი არჩევნები 5 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG