Accessibility links

logo-print

იერუსალიმში დააპატიმრეს ამ ქალაქის მთავარი


იერუსალიმში დააპატიმრეს ამ ქალაქის მთავარი მუფთი იქმერ საბრი.

იერუსალიმში დააპატიმრეს ამ ქალაქის მთავარი მუფთი იქმერ საბრი.
მას ბრალად დასდეს ძალადობისკენ მოწოდება, რომელიც, თითქოს, პალესტინის პრესაში გამოთქვა. საბრიმ მაშინ განაცხადა, რომ ისლამი არ იცნობს კანონს, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტიების ქმედებას კრძალავდეს და ტერაქტებს თავდაცვის კანონიერი ფორმა უწოდა.
მუფთი სამსათიანი დაკითხის შემდგომ გაუშვეს.
დღეს ისრაელში ტერაქტი მოხდა, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, დიჭრა მხოლოდ 5 ადამიანი. შემთხვევა ქალაქ ბეიტ შეანში მოხდა.
ისრაელის ხელისუფლება მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან, ქალაქ ჰებრონიდან ჯარის გაყვანის თემას განიხილავს. ვარაუდობენ, რომ ჯარი კვირის ბოლოს გავა.
პალესტინელთა ტერიტორიების კონტროლის შესუსტება ერთ-ერთი მთავრი თემაა ვაშინგტონში პრეზიდენტ ბუშისა და ისრაელის პრემიერის შარონის შეხვედრისას, ხვალ.

XS
SM
MD
LG