Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ დაიწყო მსჯელობა


გაეროს უშიშროების საბჭომ დაიწყო მსჯელობა ერაყის თაობაზე ახალი რეზოლუციის შესახებ.

გაეროს უშიშროების საბჭომ დაიწყო მსჯელობა ერაყის თაობაზე ახალი რეზოლუციის შესახებ.
დღესვე აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მსორფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა ერაყის პრეზიდენტთან სადამ ჰუსეინთან დაპირისპირების საქმეში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს, მიიღოს ახალი რეზოლუცია, რომელიც განიარაღების ინსპექტორებს მკაფიოდ განუსაზღვრავს თავიანთ ამოცანებს.
დღესვე პრეზიდენტმა ბუშმა ხელი მოაწერა კონგრესის რეზოლუციას, რომელიც მას ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლებას აძლევს, თუკი ბაღდადი არ შეასრულებს მოთხოვნებს. ბუშმა დღეს თქვა, რომ თუკი ერაყი თავისი ნებით არ განიარაღდება, მას ძალით განაიარაღებენ.
რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტმა დღეს თქვეს, რომ ერაყში გაეროს ინსპექტორები უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ძალის ყოველგვარი გამოყენება.
XS
SM
MD
LG