Accessibility links

საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებების


საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ოქმს საზღვრის ერთობლივი პატრულირების შესახებ.

საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ოქმს საზღვრის ერთობლივი პატრულირების შესახებ.
დღეს ერევანში ხელმოწერილი შეთანხმების მიზანია, აღიკვეთოს პანკისის ხეობიდან რუსეთზე ჩეჩენი მეამბოხეების თავდასხმა. დოკუმენტით გათვალისწინებულია ჩეჩნეთის მოსაზღვრე მთიანი რეგიონის ერთად გაკონტროლება და ინფორმაციის გაცვლა. როგორც იუწყებიან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე და მისი რუსი კოლეგა გენერალი კონსტანტინ ტოცკი, რომელთაც ეს შეთანხმება გააფორმეს, ერევანში მონაწილეობენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაში.
XS
SM
MD
LG