Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი, გენერალი


ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი, გენერალი ჯოზეფ რალსტონი კმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოში ვაშინგტონის მიერ დაფინანსებული ანტიტერორისტული პროგრამის მიმდინარეობით.

ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი, გენერალი ჯოზეფ რალსტონი კმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოში ვაშინგტონის მიერ დაფინანსებული ანტიტერორისტული პროგრამის მიმდინარეობით.
დღეს ამერიკელი გენერალი ეწვია კრწანისის სასწავლო ცენტრს, სადაც ასზე მეტი ამერიკელი სამხედრო ექსპერტი ხელმძღვანელობს ”წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას”. რალსტონის თქმით, ”ქართველი სამხედროები მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საქმეს”. დღევანდელ ბრიფინგზე რალსტონმა განაცხადა აგრეთვე, რომ ამერიკელი ინსტრუქტორებიც კმაყოფილი არიან პროგრამის მიმდინარეობით. გენერლის თქმით, პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესება გამოთქვა თურქეთმა და ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია კონსულტაციები. თბილისში ხანმოკლე ვიზიტის დროს ჯოზეფ რალსტონი საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გელა ბეჟუაშვილის თქმით, რალსტონის ვიზიტის დროს განხილული იქნა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის ინტენსიფიკაციის საკითხი.
XS
SM
MD
LG