Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორში ისრაელის ჯარების დღევანდელი


ღაზის სექტორში ისრაელის ჯარების დღევანდელი ოპერაციის დროს დაიღუპა სულ ცოტა 8 და დაიჭრა 30-ზე მეტი პალესტინელი.

ღაზის სექტორში ისრაელის ჯარების დღევანდელი ოპერაციის დროს დაიღუპა სულ ცოტა 8 და დაიჭრა 30-ზე მეტი პალესტინელი.
ცნობების თანახმად, ეს ოპერაცია რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში განხორციელდა და რაფაჰის საავადმყოფოს დირექტორ ალი მუსას თქმით, დაღუპულებს შორის არის სულ ცოტა 3 ბავშვი და ერთი მოხუცი ქალი. ხოლო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე წუხანდელი ოპერაციის დროს ისრაელის ჯარებმა 10 პალესტინელი დააპატიმრეს, მათ შორის გასამხედროებული დაჯგუფებების –”ჰამასისა” და ”ისლამური ჯიჰადის” წევრები. ძალადობის აქტების მიუხედავად, მხარეებს შორის გუშინ საღამოს დიალოგი განახლდა: გაიმართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ შიმონ პერესისა და მოლაპარაკებებზე პალესტინელების დელეგაციის ხელმძღვანელის, საებ ერეკატის შეხვედრა, რომლის მიზანი, ცნობების თანახმად, მინისტრთა დონეზე მორიგი შეხვედრების მომზადება იყო.
XS
SM
MD
LG