Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთს ეწვია და პრეზიდენტ ნურსულთან


ყაზახეთს ეწვია და პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი.

ყაზახეთს ეწვია და პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი.
ეს არის გაეროს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტი შუა აზიის რეგიონში. როგორც დედაქალაქ ასტანიდან იუწყებიან, ანანმა დადებითად შეაფასა ყაზახეთის როლი რეგიონში კონფლიქტების მოგვარებისა და ბირთვული უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში. ანანის სიტყვებით: [ანანის ხმა]”თქვენ გაბედული პოზიცია დაიჭირეთ ატომური განიარაღების საკითხში, მთელი რეგიონის საკეთილდღეოდ”. ხოლო ნაზარბაევმა ანანს გადასცა ე.წ. ”დოსტიკი”, ანუ მეგობრობის პრემია, რომელიც ყაზახეთში უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა. პარასკევს ანანი უზბეკეთში გაემგზავრება, შემდეგ კი ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთს ესტუმრება.
XS
SM
MD
LG