Accessibility links

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ და ბრიტანეთი მალე წამოაყენებენ ახალ ინიციატივას ერაყთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ და ბრიტანეთი მალე წამოაყენებენ ახალ ინიციატივას ერაყთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესახებ.
როგორც იგორ ივანოვმა თქვა, მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა გუშინ ტელეფონით საუბრის დროს უთხრა, რომ ახალი ინიციატივა რუსეთის პოზიციასაც ითვალისწინებს. ასევე ივანოვის თქმით, პაუელმა განაცხადა, რომ აშშ-ს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს შორის კონსენსუსის იმედი აქვს. აშშ და ბრიტანეთი ემხრობიან რეზოლუციას, რომელიც გაითვალისწინებდა უფრო მკაცრ ზომებს ერაყში სამხედრო ობიექტების შემოწმების საქმეში და დასაშვებად გამოაცხადებდა სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ ერაყი გაეროს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მაგრამ რუსეთმა და საფრანგეთბმა დღეს კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ერაყში ძალის გამოყენების მიმართ. დღესვე ერაყის საკითხს შეეხო გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი. მან ბაღდადს განმეორებით მოუწოდა საერთაშორისო მოთხოვნების შესრულებისაკენ, რათა გაეროს ექსპერტებმა სამხედრო ობიექტების შემოწმება შეძლონ.
XS
SM
MD
LG