Accessibility links

logo-print

რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარ


რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარ შეფასებას აძლევენ კალინინგრადის შესახებ ბოლო მოლაპარაკების შედეგებს.

რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარ შეფასებას აძლევენ კალინინგრადის შესახებ ბოლო მოლაპარაკების შედეგებს.
კალინინგრადი (როგორც ცნობილია, რუსეთის კუთნვილი ტერიტორია) ევროკავშირის ქვეყნებით გარშემორტყმული აღმოჩნდება ამ კავშირში პოლონეთისა და ლიტვის გაწევრიანების შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, 2004 წელს მოხდება. მანამდე კი პოლონეთი და ლიტვა (ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად) რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას აპირებენ. მაგრამ მოსკოვი კალინინგრადთან უვიზო კავშირს მოითხოვს, რათა რეგიონი დანარჩენი რუსეთისაგან მოწყვეტილი არ აღმოჩნდეს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა მოსკოვში დღეს გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, მხარეების პოზიციები სულ უფრო უახლოვდება ერთმანეთს. მაგრამ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ სტიგ მოელერმა კოპენჰაგენში დაბრუნების შემდეგ გამოუშვა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი უკვე დიდ დათმობებზე წავიდა. იქვე მოელერი მოსკოვს თანამშრომლობისათვის მეტი მზადყოფნისაკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG