Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე შაბათს მომხდარი


ინდონეზიის კუნძულ ბალიზე შაბათს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა.

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე შაბათს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა.
დაღუპული 186 ადამიანის უმრავლესობას ავსტრალიელები შეადგენდნენ და სამგლოვიარო მიტინგში მონაწილეობის მისაღებად ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯონ ჰოვარდიც ჩავიდა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქებამ სულ ცოტა 119 ავსტრალიელის სიცოცხლე შეიწირა. დღესვე, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დაუნერმა ავსტრალიელებს ინდონეზიიდან გამგზავრებისაკენ მოუწოდა – მისი თქმით, მთავრობამ მორიგი აფეთქებებით მუქარის შესახებ შეიტყო.
XS
SM
MD
LG