Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთიდან იუწყებიან მდინარე თერგში რუსეთის


ჩეჩნეთიდან იუწყებიან მდინარე თერგში რუსეთის ”მი-8” ტიპის შვეულმრფენის ჩავარდნის შესახებ.

ჩეჩნეთიდან იუწყებიან მდინარე თერგში რუსეთის ”მი-8” ტიპის შვეულმრფენის ჩავარდნის შესახებ.
საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასის” მიერ გავრცელებული ცნობით, შვეულმფრენის ავარიის შედეგად დაიღუპა 11 და დაიჭრა 12 ადამიანი. ამავე ცნობით, დაჭრილებიდან 6-ის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, შვეულმფრენში იმყოფებოდა 21 რუსი პოლიციელი, და ეკიპაჟის 3 წევრი. ისინი ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ მოზდოკიდან გროზნოს მახლობლად მდებარე ხანკალაში მიფრინავდნენ. ხანკალაში განთავსებულია ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო ოპერაციის შტაბბინა.
XS
SM
MD
LG