Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთი კორეა "მცირე რაოდენობით ატომურ იარაღს ფლობს".

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთი კორეა "მცირე რაოდენობით ატომურ იარაღს ფლობს".
ამის შესახებ რამსფელდმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს შეფასება ამერიკული დაზვერვის ხელთ არსებულ დოკუმენტებს ეფუძნება. ხოლო ზუსტი დასკვნების გაკეთება რთულია, რადგან ჩრდილოეთი კორეა უარს ამბობს მისი ბირთვული პროგრამების უცხოელი ექსპერტების მიერ შემოწმებაზე. ასევე ხუთშაბათს ვაშინგტონიდან გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა ჩრდილოეთ კორეას ატომური იარაღის პროგრამების მოსპობისაკენ მოუწოდა. ბაუჩერის სიტყვებით, ჩრდილოეთი კორეის მოქმედებით ირღვევა 1994 წელს ვაშინგტონთან დადებული შეთანხმება, ატომური იარაღის ყველა პროექტის შეჩერების შესახებ. ამასობაში თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებას ემხრობა.
XS
SM
MD
LG