Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის მთავრობამ 6 სახელწიფოსთან დადო


ინდონეზიის მთავრობამ 6 სახელწიფოსთან დადო ხელშეკრულება კუნძულ ბალიზე მომხდარი ტერაქტის გამოსაძიებლად.

ინდონეზიის მთავრობამ 6 სახელწიფოსთან დადო ხელშეკრულება კუნძულ ბალიზე მომხდარი ტერაქტის გამოსაძიებლად.
ინდონეზიის მთავრობამ ოფიციალური შეთანხმება დადო დღეს 6 სახელმწიფოსთან, კუნძულ ბალიზე მომხდარი ტერორისტული აქტის ერთობლივი გამოძიების შესახებ. 200-დე ადამიანი დაიღუპა კუნძულ ბალიზე 12 ოქტომბერს მოწყობილი აფეთქების შედეგად.
შეთანხმებას ინდონეზიასთან ერთად ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, გერმანიამ, ახალმა ზელანდიამ და იაპონიამ მოაწერეს ხელი. გასულ შაბათს მომხდარმა ამ ტერორისტულმა აქტმა ხსენებულ სახელმწიფოთა მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ინდონეზიის ხელისუფლება დარწმუნებულია იმაში, რომ ტერაქტი მოაწყო ისლამისტ ექსტრემისტთა დაჯგუფება ”ჯამაა ისლამიამ”, რომელიც ”ალ-ყაიდასთანაა” დაკავშირებული. დღეს დასაკითხად იხმეს მოლა აბუ ბაქარ ბაშირი, რომელსაც ხსენებული დაჯგუფების სულიერ ლიდერად მიიჩნევენ. 64-წლის ბაშირი სასწრაფოდ, საავადმყოფოში დაწვა.
XS
SM
MD
LG