Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ განაცხადა,

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ განაცხადა,
რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას სავსებით შესწევს უნარი ბირთვული იარაღი გამოიყენოს და შანტაჟი მოუწყოს ამ იარაღით სხვა ქვეყნებს, ან კიდევ ტერორისტულ დაჯგუფებებს მიჰყიდოს იგი. როგორც ვაშინგტონში გამოცხადდა ამ დღეებში, ჩრდილოეთმა კორეამ აღიარა, რომ განაგრძობს ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამას, რითაც საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს. ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკება გამართეს დღეს პეკინში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ბოლტონმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეიმს კელიმ.
XS
SM
MD
LG