Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა შეარბილა თავისი პოზიცია ერაყის მიმართ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა წააწყდა რა მძლავრ წინააღმდეგობას მსოფლიო საზოგადოერიობის მხრიდან ერაყის წინააღმდეგ ომის საკითხში, შეერთებულმა შტატებმა თავისი პოზიცია შეარბილა.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ უარი თქვა მოთხოვნახუ, რომ ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების სანქცია გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გასცეს. თუმცა ამასთანავე, არ დაუმალავს, რომ თუ საჭიროდ მიიჩნევს, გამოიყენებს კონგრესის მიერ მთავრობისთივს მიცემულ უფლებამოსილებას, დაიწყოს ომი.

კომპრომისი, რომელზეც ვაშინგტონი წავიდა მიზნად ისახავს- უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე წევრების - საფრანეგთის, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებას. რეზოლუციის ახალი პროექტით, ერაყს უნდა მიეცეს შანსი, ითანამშროლოს გაეროს განიარაღების ინსპექტორებთან. ამავე დროს ბაღდადს მკაფიოდ უნდა ეთქვას, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შედეგები მძიმე იქნება.

ახალი რეზოლუციის პროექტის ენა შერბილებულია. თავდაპირველ ვარიანტში შეერთებული შტატები ინსპექტორებისგან მოითხოვდა უშიშროების საბჭოსთვის "ნებისმიერი ჩარევისა და პრობლემის შესახებ" შეტყობინებას, რის შემდეგ საბჭოს წევრ ქვეყნებს შეეძლოთ გამოეყენებინათ, პირველი ვარიანტის სიტყვით, "ყველა საჭირო ზომა" ერაყის ჭკუაზე მოსაყვანად, ანუ დაეწყოთ სამხედრო აქციები.

ამის ნაცვლად, ახალი ვარიანტი მოუწოდებს ინსპექტორებს, "მოახსენონ საბჭოს ერაყის მიერ განიარაღებისთვის შექმნილი ნებისმიერი დაბრკოლების შესახებ". უსაფრთხოების საბჭო ასეთი სიგნალის მიღებისთანავე უნდა შეიკრიბოს "შექმნილი სიტუაციის შესაფასებლად და იმ ზომების შესამუშავებლად, რომლებიც აიძულებს ერაყს 100 პროცენტით შეასრულოს საბჭოს რეზოლუციები, რათა დაცულ იქნეს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება.

თეთრი სახლი, როგორც ჩანს, უარს იტყვის თავის კიდევ ერთ მოთხოვნაზე, რომ გაეროს განიარაღების ინსპექტორებს თან ახლდნენ უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი-ქვეყნის წარმომადგენლები. ბუშის ადმინისტრაციამ შესაძლოა აღარც ის მოითხოვოს, რომ ინსპექტორებმა ჯარისკაცების თანხლებით იმუშაონ, თუმცა ძალაში დარჩება ინსპექტორების ოფისების დაცვის მოთხოვნა. ინსპექტორთა გუნდის მეთაურმა ჰანს ბლიქსმა თქვა, რომ საბჭოს წევრებისა და არისკაცების დასწრება მის მუშაობას ხელს შეუშლის.

პარიზი რომელიც უწინ ეწინააღმდეგებოდა ვაშინგტონის წინადადებას, დადებითად შეხვდა ახალ კომპრომისულ ვარიანტს, თუმცა პრეზიდენტმა შირაკმა თქვა, რომ შეისწავლის მას.

საფრანგეთის წინადადებით, საჭიროა იყო ორი რეზოლუციის მიღება, ამასთან მეორისა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერაყი პირველს არ შეასრულებდა. ამერიკის ახალი წინადადება საფრანგეთის პოზიციას უახლვდება.

უნდა ითქვას ისიც, რომ თუ უშიშროების საბჭო არ ჩთვლის საჭიროდ მეორე რეზოლუციის მიღებას, შეერთებული შტატები იტოვებს უფლებას იმოქმედოს დამოუკიდებლად -მიმართოს ძალას.
XS
SM
MD
LG