Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები მზადაა ერაყის განიარაღების


შეერთებული შტატები მზადაა ერაყის განიარაღების საქმეში ყოველმხრივ ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან..

შეერთებული შტატები მზადაა ერაყის განიარაღების საქმეში ყოველმხრივ ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან..
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უილიამ ბერნსმა განაცხადა დღეს ქაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკთან შეხვედრისას. მანამდე, ვაშინგტონმა გამოთქვა მზადყოფნა –შეარბილოს გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის პროექტში ის მუხლი, რომელშიც ძალის გამოყენებაა ნებადართული ერაყის წინააღმდეგ, თუ ეს უკანასკნელი განიარაღებაზე იტყვის უარს. ამგვარი დოკუმენტის წინააღმდეგ უშიშროების საბჭოს 3 მუდმივი წევრი: საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი გამოდიოდა.
XS
SM
MD
LG