Accessibility links

logo-print

ქართველი და რუსი მესაზღვრეები არ


ქართველი და რუსი მესაზღვრეები არ განახორციელებენ საქართველო-რუსეთის საზღვრის ერთობლივ პატრულირებას.

ქართველი და რუსი მესაზღვრეები არ განახორციელებენ საქართველო-რუსეთის საზღვრის ერთობლივ პატრულირებას.
ამის შესახებ დღეს თბილისში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ. მისი თქმით, ორი ქვეყნის მესაზღვრეები შეთანხმებულად იმოქმედებენ, მაგრამ საკუთარ ტერიტორიებზე დარჩებიან. გარდა ამისა, მხარეები სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას. 17 ოქტომბერს ჩხეიძემ და მისმა რუსმა კოლეგამ კონსტანტინ ტოცკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ვითარების სტაბილიზებას. შეთანხმება საზღვრის ერთობლივ პატრულირებასაც ითვალისწინებდა.
XS
SM
MD
LG